ბათუმში, „გმირთა ხეივანში“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება
საქართველო, თბილისი - 19:17 | 15.02.2016 ნანახია: 1846
ბათუმში, „გმირთა ხეივანში“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 4169 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონზე გამოიტანა, სადაც სამომავლოდ სასტუმრო აშენდება. ობიექტის საწყისი ღირებულება 630 ათასი დოლარია და მისი გასხვისება 1-ელი მარტისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, სამინისტროში წარსადგენად, არქიტექტურული პროექტი მომზადებამდე საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი შეიმუშაოს.
ასევე, სამინისტროს მიერ, საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთიდან არანაკლებ 2 500-დან და არაუმეტეს 2918,3 კვ/მ-მდე ფართობზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება მოახდინოს.
პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს: მინიმუმ 60 ნომერიან სასტუმროს (მყიდველის სურვილის შემთხვევაში შენობის ნაწილში დასაშვებია საცხოვრებელი აპარტამენტების განთავსება). ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომს არანაკლებ 2000 კვ.მ ფართისა და სტილობატს (ე.წ "პოდიუმი"), რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით;
ინვესტორმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა უნდა დაიწყოს, ხოლო მისი დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში მოახდინოს.
ინვესტორის ვალდებულებას წარმოადგენს ასევე, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 2000 კვ/მ ფართზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი „ჰიპერმაკეტის“ მოწყობა და ამოქმედება.
პირობების მიხედვითვე, პროექტის განხორციელებისათვის ინვესტორმა მინიმუმ 11 მლნ 674 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციოელოს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















