რუსეთი აპირებს ყალბი თავდასხმის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს - აშშ-ის დაზვერვა
საქართველო, თბილისი - 14:24 | 04.02.2022 ნანახია: 538
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ფლობენ ინფორმაციას,რომ რუსეთი აპირებს ყალბი თავდასხმის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Axios თეთრი სახლის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით.
ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსული სპეცსამსახურები ჩართულნი არიან მსახიობების მონაწილეობით თავდასხმის ფაბრიკაციის დაგეგმვაში. წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთი გეგმავს პროპაგანდისტულ ვიდეოს, რომელშიც სავარაუდოდ, ასახული იქნება „გრაფიკული სცენები გაყალბებული აფეთქებებისა და გვამების ინსცენირებით, მსახიობების გოდებითა და განადგურებული შენობებითა და სამხედრო ტექნიკით.
ვიდეოში, შესაძლოა, ასევე ჩანდეს თურქული დრონები ან სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც უკრაინას ნატო-ს ქვეყნებმა გადასცეს. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელი გამოცემასთან აღნიშნავს, ეს იქნება ნატო-ს დადანაშაულება თავდასხმასთან კავშირში, რაც პუტინს მისცემს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და გამართლების საბაბს.
„ეს ერთ-ერთია იმ ვარიანტებიდან, რომლებიც რუსეთმა შეიმუშავა. ჩვენ მას გამოვაქვეყნებთ იმ იმედით, რომ რუსეთი აღებული კურსიდან გადაუხვევს“, - განაცხადა წყარომ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკვე მეორედ ადანაშაულებს რუსეთს ოპერაციის მომზადებაში, რომელიც შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის საბაბი გახდეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ წყაროების დაცვის მიზნით, არ წარმოადგენენ ბრალდების საჯარო მტკიცებულებებს. „თუ თქვენ აშშ-ის, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს არ ენდობით და გსურთ იპოვოთ ნუგეში ინფორმაციაში, რომელსაც რუსეთი ავრცელებს, ეს თქვენი საქმეა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
- 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენის დღეა
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















