საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ. პოლიტიკური პროცესები დაიძრა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:56 | 04.02.2022
ნანახია: 426

ძალიან ბევრს მივაღწიეთ, საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პრიცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები იცით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.

"4 თვეა ვიმყოფები პატიმრობაში, ველოდი თუ არა ამ სცენარს, მე ვფიქრობ, რომ იმ ხალხს, ვინცაა პესიმისტურად განწყობილი, მათ კარგად იციან, რომ სინამდვილეში ძალიან ბევრს მივაღწიეთ, საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები, ადგილობრივი არჩევნები იცით, რომ არასდროს იყო მნიშვნელოვანი და გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. პრაქტიკულად, წავართვით ერთ-ერთი მთავარი ქალაქი რუსთავი, უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ზუგდიდს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა. რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს თქვენზეა დამოკიდებული", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომა უკვე დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე