კაცი, რომელიც 82 წლის მამამ დაჭრა, გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:11 | 03.02.2022
ნანახია: 355

47 წლის გოგიტა მეგრელიშვილი, რომელსაც 82 წლის მამამ 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, კლინიკაში გარდაიცვალა.

გოგიტა მეგრელიშვილი კლინიკა "გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

შვილის დაჭრაში ბრალდებული 82 წლის კაცი პოლიციამ 31 იანვარს დააკავა.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე