სემეკი "თელმიკოსა" და "თელასში" შევა

საქართველო, თბილისი - 18:03 | 02.02.2022
ნანახია: 388

დღეს, 2 თებერვალს 17:30 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი კომპანიებში - შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა" (თელმიკო) და სს "თელასში" სემეკის შესვლაზე განცხადებას გააკეთებს.

"კერძოდ, სემეკი ადგილზე შეისწავლის შპს "თელმიკოს" ბილინგისა და სს "თელასის" მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს.

სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც შეეხება ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს", - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე