საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:23 | 02.02.2022
ნანახია: 333

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 060-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 26 320 პირს დაუდასტურდა, 9 555 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე