დოკუმენტი არის ოპტიმალური და ახლა იმაზე დავა, რატომ არ იწერება რუსეთი, ეს დროის კარგვა მგონია. უკრაინა არავისზე ნაკლებად არ მიყვარს - სერგეენკო

საქართველო, თბილისი - 12:35 | 01.02.2022
ნანახია: 402

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში შემუშავდა, ოპტიმალურია.

„ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ, როცა პოლიტიკოსები და კარიერის მოყვარულები ცდილობდნენ, რომ ჩართულიყვნენ, მაგალითად, კლინიკურ მედიცინაში, ეპიდემიოლოგიაში. რეზოლუციის და დოკუმენტის შედგენას სპეციალური ცოდნა სჭირდება საგარეო ურთიერთობისა და დიპლომატიური ენის. არსებული დოკუმენტი არის ოპტიმალური და ახლა იმაზე დავა, რატომ არ იწერება რუსეთი, ეს დროის კარგვა მგონია. უკრაინა არავისზე ნაკლებად არ მიყვარს, თუ უფრო მეტად არა. საჭირო არ არის ასეთ პროცესებსა და დეტალებზე ორიენტირება, ეს არის ჩემი გულწრფელი აზრი. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება სიტყვათა წყობაზე უსაგნო კამათი, მიმდინარე პროცესებს მით უფრო დააზიანებს“, – განაცხადა სერგეენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე