სოფელ ზემო ქვალონში, ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 01.02.2022
ნანახია: 324

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში, ხანძრის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილია 28 წლის შვილი და 56 წლის მამა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. მამა-შვილის ცხედარი ექსპერტიზაზე წუხელვე გადაასვენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე