საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 01.02.2022
ნანახია: 332

საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 85 191 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 61 936, „პისიარ“ ტესტით – 23 255.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 28,41%, ბოლო 14 დღის – 21,96%, ბოლო შვიდი დღის – 24,96%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 200 124 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 020 510 გამოჯანმრთელდა, 15 016 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 722 187 აცრა, დღიურად აცრილია 8 371.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 454 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 031 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე