საქართველოში კოვიდ-19-ის 24 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველო, თბილისი - 10:55 | 01.02.2022 ნანახია: 484
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 85 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 61 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 255 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 24 201 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 200 124.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 21.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 24.96%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 020 510.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 016 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 164 572 საიდანაც: 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 278, აჭარაში - 776, იმერეთში - 1 122. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 048 პირი, მათ შორის, თბილისში - 403, აჭარაში - 142, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, მათგან თბილისში - 148, აჭარაში - 44, იმერეთში - 23. 2 031 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 179 - თბილისში, 594 - აჭარაში. 157 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
პოლიტიკა
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს - სტივ უიტკოფი
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
- ირანის ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს, 32 გემი ჰყავდათ და ყველა ოკეანის ფსკერზეა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















