ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტის რჩევა იყოს გათვალისწინებული - კარლ ჰარცელი

საქართველო, თბილისი - 18:32 | 31.01.2022
ნანახია: 338

ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტურია, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტის რჩევა იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პატიმრის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და მიმდინარე საქმეებზე სამართლებრივი პროცესის სათანადოდ წარმართვას.

„როგორც ვიცით, თავიდანვე ევროკავშირის პოზიცია ჩამოვაყალიბე სამ ეტაპად. პირველი სააკაშვილის ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა, მეორე მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, დაბოლოს, სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარე საქმეებზე. ამაზეა ჩვენი ფოკუსი და ყურადღებით ვაკვირდებით.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ექსპერტების ვიზიტი განხორციელდა სახალხო დამცველის ეგიდით, ხორციელდება სხვა ვიზიტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტურია, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტის რჩევა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე