საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 31.01.2022
ნანახია: 350

საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 503 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 623 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 148, „პისიარ“ ტესტით – 18 475.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 28,82%, ბოლო 14 დღის – 20,75%, ბოლო 7 დღის – 23,8%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 175 923 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 009 778 გამოჯანმრთელდა, 14 980 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 712 889 აცრა, დღიურად აცრილია 1 665.

კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 433 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 000 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე