საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 29.01.2022
ნანახია: 421

საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 400 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 84 762 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 320, „პისიარ“ ტესტით – 34 442.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 21,56%, ბოლო 14 დღის – 18,99%, ბოლო შვიდი დღის – 22,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 145 508 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 995 328 გამოჯანმრთელდა, 14 911 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 704 957 აცრა, დღიურად აცრილია 8 310.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 084 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 091 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე