მიხეილ სააკაშვილი აქედან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 18:48 | 28.01.2022
ნანახია: 438

მიხეილ სააკაშვილი აქედან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, პრობლემური. ჩანს მეხსიერებაში ჩავარდნები და ა.შ. მე არ გავაგრძელებ, ამაზე ექიმები საუბრობენ მუდმივად, რომ მას სჭირდება მკურნალობა არა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ეს არის მისი წამების ადგილი და მეორე, აქ ის საჭიროებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, სამედიცინო საშუალებებს ვგულისხმობ, უბრალოდ არ არის. ამიტომ, ეს ადამიანი აქედან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით, - თქვა ნიკა გვარამიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე