მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული - ვახტანგ კალოიანი

საქართველო, თბილისი - 12:28 | 28.01.2022
ნანახია: 407

„ძირითადი დატვირთვა მოდის ლაბორატორიულ სისტემასა და პირველად ჯანდაცვაზე.“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ძირითადი გავრცელების ფაზაში ვართ.

"ძალიან ბევრი ინფიცირებულია, რომელთა რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა ძირითადი დატვირთვა მოდის ლაბორატორიულ სისტემასა და პირველად ჯანდაცვაზე, რომელიც მოიცავს ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმებს. მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული, გამოჩნდება თუ რამდენად დამძიმდება პაციენტთა მდგომარეობა და სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას.“ - ვახტანგ კალოიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე