საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 28.01.2022
ნანახია: 325

საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 397 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 64 412 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 41 613, „პისიარ“ ტესტით – 22 799.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 26,5%, ბოლო 14 დღის – 17,88%, ბოლო შვიდი დღის – 22,1%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 127 234 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 986 928 გამოჯანმრთელდა, 14 870 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 695 237 აცრა, დღიურად აცრილია 7 997.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 894 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 143 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე