გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა - NDI

საქართველო, თბილისი - 13:15 | 27.01.2022
ნანახია: 327

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა.

კვლევის მიხედვით, 75% ამბობს, რომ გაუარესდა, 6% - გაუმჯობესდა, 17% - არ შეცვლილა, ხოლო 2% ამბობს, რომ არ იცის.

მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სიღარიბე გაუარესდა.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე