მოსახლეობის 42% არ აპირებს აცრას - NDI

საქართველო, თბილისი - 12:31 | 27.01.2022
ნანახია: 332

NDI-ს კვლევის მიხედვით, COVID-19-ის გავრცელებიდან ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: მოსახლეობის 42% არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25% ამბობს, რომ აიცრებოდა, 29% კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა.

ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38%) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20%). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34% ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე