ნატა ფერაძე გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 20:34 | 25.01.2022
ნანახია: 369

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დააკავა, თავისუფალია. მან პოლიციის შენობა უკვე დატოვა.

მის მიერ გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. ამ მუხლით პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სანქციაა გათვალისწინებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე