ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ერთ-ერთ აქტივისტს შსს-სთან გამართულ აქციაზე სცემეს

საქართველო, თბილისი - 18:45 | 25.01.2022
ნანახია: 383

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პარტიის წევრსა და აქტივისტს, შუშანა მაცაბერიძეს შსს-სთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველმა სცემა.

ხოშტარის თქმით, პოლიციელმა მაცაბერიძეს რამდენჯერმე ჩაარტყა მუცელში.

ის კლინიკაში გადაიტყვანეს.

"შუშანას ჯერ ტოვებენ კლინიკაში. მუცლის არეში ტკივილი აქვს დარტყმისგან მწვავე. როგორც კი დიაგნოზი იქნება, ცხადია, ვუჩივლებთ ‘გაუქმებულ’ ინსპექტორთან. არ მოგასვენებთ ცემის პროტესტზე ცემისთვის". - ამბობს მედიასთან ელენე ხოშტარია.

აქტივისტები შსს-სთან პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, 24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, ფიიკურად როგორ უსწორდება მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს ერთი პოლიციელი, მოერე პოლიციელი კი ამ ძალადობას უყურებს. აღნიშნულ საქმეზე 25 იანვარს დილით ორივე პოლიციელი დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე