Pfizer-მა „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:57 | 25.01.2022
ნანახია: 315

ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა BioNTech-მა კორონავირუსის შტამის „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყეს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„Pfizer-მა და и BioNTech-მა დაიწყეს  უსაფრთხოებისა და იმუნოგენურობის შეფასებისთვის „ომიკრონის“ საფუძველზე კანდიდატი ვაქცინის კლინიკური შესწავლა 18-55 წლის ჯანმრთელ ზრდასრულ პირებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ კვლევის დროს შეიქმნება სხადასხვა ჯგუფი Pfizer-ის უკვე არსებული  ვაქცინასა და „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის განსხვავებული სქემების შესადარებლად. მოსალოდნელია, რომ ცდებში მონაწილეობას მიიღებს 1420-მდე ადამიანი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე