შემთხვევების 90 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონის“ შტამი, ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება - გამყრელიძე
საქართველო, თბილისი - 14:11 | 25.01.2022 ნანახია: 167
„ომიკრონის“ ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
მისი განმარტებით, ამ პერიოდში კი ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი იქნება.
„დღეს გამოვლენილია 15 000-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ რეალურად, სამი-ოთხჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. მთავარი გზავნილია, რომ თუ გეწყება რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის მომატება, საჭირო არაა, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი. მით უმეტეს გაქვთ თუ არა შტამი, დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, არის „ომიკრონი“, რადგან 90 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონის“ შტამი. უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 122-ს. დაახლოებით 90 პროცენტში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით. რაც მთავარია, იყავით მშვიდად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საზოგადოება
- თუ დადასტურდა, ეს იქნება პირველი გამოხატულება აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის - ნინო ლომჯარია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნაზე
- გიორგი კეკელიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ეროვნული ბიბლიოთეკა
- დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
- საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
ეკონომიკა
- SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება
- საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა - bolozari.bog.ge შექმნა
მსოფლიო
- ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
- მარიუპოლის დამცველებს შინ წამოვიყვანთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა - ზელენსკი
- მოლდოვა ნატოს სტანდარტების შესაბამისად უნდა აღიჭურვოს - ლიზ ტრასი
- ISW-მა დაასახელა მიზეზები, რის გამოც რუსეთმა, შესაძლოა, "აზოვსტალის" დამცველების რაოდენობა მიზანმიმართულად გაზარდოს
კონფლიქტები
- ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში - გიული ალასანია
- გაგლოევი ემხრობა რუსეთთან გაერთიანებას, თუმცა ბიბილოვს აკრიტიკებს "რეფერენდუმის" დანიშვნის გამო
- სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში - ალან გაგლოევი
- ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ.რეფერენდუმი დაინიშნა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები