უკრაინაში ომი რუსეთისთვის ახალი ჩეჩნეთი იქნება - ბორის ჯონსონი

საქართველო, თბილისი - 20:36 | 24.01.2022
ნანახია: 291

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში დაიწყება კონფლიქტი, რომელიც რუსეთისთვის მძიმე, სასტიკი და სისხლისმღვრელი იქნება, მისი თქმით უკრაინაში ომი რუსეთისთვის ახალი ჩეჩნეთი იქნება. ამასთან, აღნიშნა, რომ შეიქმნა ძალიან მძიმე სიტუაცია, მაგრამ დასძინა, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელია.

მან Sky News-ს განუცხადა, რომ ამის შესახებ ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა.

როგორც ВВС იტყობინება, ჯონოსნმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ  ეკონომიკური სანქციების მომზადების პროცესში ლიდერობს.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა კიევიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის გაყვანა დაიწყო ქვეყანაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის ფონზე.

მანამდე, რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო აგრესიის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამასთან, დეპარტამენტმა საელჩოს დაქირავებულ თანამშრომელებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების რეკომენდაცია მისცა.

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ ამერიკის მოქალაქეებს კი ურჩიეს, განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე