საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 23.01.2022
ნანახია: 326

საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 803 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 793, „პისიარ“ ტესტით – 21 010.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 20.28%, ბოლო 14 დღის – 12.56%, ბოლო შვიდი დღის – 15.66%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 051 445 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 962 035 გამოჯანმრთელდა, 14 701 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 656 703 აცრა, დღიურად აცრილია 4 685.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე