ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჯგუფის შეფასებები - ჰარცელი სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 17:45 | 18.01.2022
ნანახია: 426

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საქმეს თავიდანვე ყურადღებით აკვირდებოდა.

"ძირითადად სამი კუთხით: პირველი და უმნიშვნელოვანესი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე, მის მიმართ, როგორც პატიმრის მიმართ მოპყრობა და მესამე, რომ მის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები იყოს სამართლიანი, - განმარტავს კარლ ჰარცელი, მისი თქმითვე, ამ საკითხზე ხვალ სახალხო დამცველის ანგარიშს ელოდება.

"ჩვენ ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს და ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, ვინაიდან ობიექტური სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დროს, როდესაც აფასებ, თუ როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში,“- აღნიშნა ელჩმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე