კოვიდ-19-ის ახალი ანტირეკორდი საქართველოში - ბოლო 24 საათში ინფიცირების 7 521 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 18.01.2022
ნანახია: 360

საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 367 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 892, „პისიარ“ ტესტით – 17 475.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 13,34%, ბოლო 14 დღის – 10%, ბოლო შვიდი დღის – 10,26%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 006 864 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 934 667 გამოჯანმრთელდა, 14 512 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 622 459 აცრა, დღიურად აცრილია 9 290.

კარანტინის რეჟიმშია 50, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 465 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 050 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე