შტორმმა ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურა დააზიანა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 16.01.2022
ნანახია: 600

აჭარაში უამინდობაა. უხვი ნალექის გამო რამდენიმემეტრიანმა ტალღებმა ბათუმში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დააზიანა.

5-6 ბალიანი შტორმის გამო წყალმა ქვა-ღორღი და ნაგავი საფეხმავლო ბილიკზეც გამოიტანა. ბათუმში ამ დროსთვისაც თოვს, უამინდობის გამო ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერ ვერ ხერხდება, უცნობია ზარალის ოდენობაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე