საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 15.01.2022
ნანახია: 299

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 425-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 381 პირს დაუდასტურდა, 1 065 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე