ისტორიული უსამართლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ტყვეობას გულისხმობს, დასასრულებელია - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 16:15 | 13.01.2022
ნანახია: 473

ისტორიული უსამართლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ტყვეობას გულისხმობს, დასასრულებელია, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

"ეს ისტორიული უსამართლობა დასასრულებელია. ისტორიული უსამართლობა, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის ტყვეობას და პატიმრობას. მურუსიძეების, ღარიბაშვილების, ივანიშვილების და რეჟიმის წარმომადგენლების გასასამართლებელი არ არის.

ეს ადამიანები, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ვერ იქნებიან გულგრილები და ის სასამართლო პროცესები ვერ იქნება შეუმჩნეველი მისი და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მხრიდან.

არც ერთი ჩვენგანი არასოდეს გავაპროტესტებდით ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასაც კი, თუ გვეცოდინებოდა, რომ სასამართლო ოდნავ მაინც სამართლიანია", - თქვა ნიკა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე