ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:06 | 13.01.2022
ნანახია: 405

ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

სააკაშვილის თქმით, მისმა ჩამოსვლამ ​ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში.

"იძახიან, სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოახდინა. თვლა იცით? ადგილობრივ არჩევნებს აი, ასე იგებდეს მთავრობა ყოველთვის. ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი არ გამოდიოდა. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში. აი, რა მოიტანა სააკაშვილის ჩამოსვლამ. ჩემმა ჩამოსვლამ ბოლომდე, ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანი, როგორც არასდროს. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ხალხში აქტიურობა და იმედია, როგორც არასდროს.", - თქვა სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში განიხილება სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე