საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 13.01.2022
ნანახია: 341

საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 044 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 474 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 029, „პისიარ“ ტესტით – 23 445.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,6%, ბოლო 14 დღის – 8,86%, ბოლო შვიდი დღის – 9,91%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 979 235 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 922 411 გამოჯანმრთელდა, 14 359 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 588 299 აცრა, დღიურად აცრილია 9 700.

კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 436 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 075 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე