საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 11.01.2022
ნანახია: 299

საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 546 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 284, „პისიარ“ ტესტით – 18 262.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,1%, ბოლო 7 დღის – 9,63%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 968 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 916 421 გამოჯანმრთელდა, 14 264 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 565 599 აცრა, დღიურად აცრილია 10 881.

კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 431 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 801 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე