საქართველოში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 09.01.2022
ნანახია: 361

საქართველოში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 000 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 147, „პისიარ“ ტესტით – 12 853.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,3%, ბოლო 14 დღის – 7,45%, ბოლო 7 დღის – 9,17%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 959 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 912 443 გამოჯანმრთელდა, 14 187 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 551 413 აცრა, დღიურად აცრილია 5 001.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 418 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 493 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე