ლექსო ლაშქარავა ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა - ექსპერტიზის ბიურო

საქართველო, თბილისი - 16:51 | 07.01.2022
ნანახია: 484

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამის შესახებ ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა.

როგორც ჩანს, დასკვნაზე მუშაობა ექსპერტიზის ბიურომ 2021 წლის 30 დეკემბერს დაასრულა. დასკვნას ასევე ხელს აწერს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ის 11 ივლისს თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე