2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 13:11 | 07.01.2022
ნანახია: 367

2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია. ის საქართველოს შობის დღესასწაულს ულოცავს.

"საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და  ძალიან მიხარია, რომ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს.

მიმაჩნია, რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ.

რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელს ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა", - თქვა ნიკა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე