UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 07.01.2022
ნანახია: 432

UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული.

განახლებულ მასალაში მითითებულია, რომ ლექსო ლაშქარავა საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.  

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ის 11 ივლისს თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე