საქართველოში დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 06.01.2022
ნანახია: 334

5 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 236 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 593 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 643 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.18% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.43%.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე