მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 05.01.2022
ნანახია: 517

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა.

მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნონა დათეშიძე ავრცელებს.

ნიკა ქაცარიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევაა.

ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი 2005 წლიდან.

მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ "შუა ქალაქში" და "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებულმა როლებმა მოუტანა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე