ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 05.01.2022
ნანახია: 365

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 4 იანვარს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილს სხვა დაავადებების გამო ერთ-ერთკლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ის კორონავირუსით დაინფიცირდა და ციციშვილშიც ამის შემდეგ გადაიყვანეს.

ბოლო 6 დღეში კლინიკაში ვირუსს ორი ჩვილი ემსხვერპლა.

საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე