საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 05.01.2022
ნანახია: 422

საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 377 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 696, „პისიარ“-ტესტით – 16 681.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 5,87%, ბოლო შვიდი დღის – 6,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 945 609 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 906 708 გამოჯანმრთელდა, 14 041 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 528 030 აცრა, დღიურად აცრილია 7 191.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 353 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 921 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე