საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 05.01.2022
ნანახია: 351

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 041-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 436 პირს დაუდასტურდა, 1 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე