თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ ის დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:24 | 04.01.2022
ნანახია: 446

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არაა, რომ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

"შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი კომისია შეიქნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს მის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

სააკაშვილის თქმით, ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს.

"ნაციონალური მოძრაობამ" განაცხადა, რომ ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე