საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 04.01.2022
ნანახია: 641

საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 955 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 315 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 302, „პისიარ“ ტესტით – 13 013.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,13%, ბოლო 14 დღის – 5,67%, ბოლო შვიდი დღის – 6,26%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 942 173 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 904 903 გამოჯანმრთელდა, 14 009 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 520 230 აცრა, დღიურად აცრილია 4 520.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 394 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 892 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე