შურისძიების განაცხადით ირღვევა მიხეილ სააკაშვილის უფლებები - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 13:03 | 30.12.2021
ნანახია: 433

შურისძიების განაცხადით, ირღვევა პირდაპირ მისი უფლებები, - ამის შესახებ მოძრაობა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყანის შესახებ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასე დემონსტრაციულად არავითარი კანონი, წესი, არაფერი არ მოქმედებს. აბსოლუტურად ცხადია, რომ არა თუ რუსთავში გადაყვანა, არამედ გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეალური რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო თუ არა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა. შურისძიების განაცხადით, ირღვევა პირდაპირ მისი უფლებები და ესეც არის ამ სახელმწიფოს პირდაპირი დაზიანების მაგალითი", - განაცხადა ხოშტარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე