ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტს ხვალ ეწვევა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 14.02.2016
ნანახია: 1470

საქართველოს პარლამენტის მოწვევით, 15 თებერვალს ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტები,  საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

ვიზიტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საექსპერტო დასკვნის მომზადება.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდებიან. პარლამენტში სტუმრობისას უცხოელი ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე