საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 30.12.2021
ნანახია: 530

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 758-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 097  პირს დაუდასტურდა, 2 331 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე