სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, თუ არ იქნა გადამწყვეტი ზომები მიღებული, მას დავკარგავთ - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 20:25 | 29.12.2021
ნანახია: 438

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ გადამწყვეტ ზომებს დროულად არ მიიღებენ, "ამ ადამიანს დავკარგავთ".

"მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ცუდად. დროზე თუ არ იქნა გადამწყვეტი ზომები მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც და ჩვენი შიდა რესურსითაც, ჩვენ ამ ადამიანს დავკარგავთ. არ ვახდენ დრამატიზებას, მართლა გეუბნებით. მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ამ ვითარებაში ექიმების არშეშვება გესტაპოა ჩვეულებრივი", - თქვა გვარამიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე