საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 29.12.2021
ნანახია: 334

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 707-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 514 პირს დაუდასტურდა, 2 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე