ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, სამ თვემდე მცირდება

საქართველო, თბილისი - 17:50 | 23.12.2021
ნანახია: 344

ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, 3 თვემდე მცირდება.

„დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია ბუსტერ დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. პროცესი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე აქტიურად დაიწყოს. გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ ბუსტერდოზა გაიკეთოს “, – განაცხადა ამის იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე