სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს შობის დადგომამდე გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან და შეამციროს დაძაბულობა რეგიონში
საქართველო, თბილისი - 13:07 | 23.12.2021 ნანახია: 531
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს შობის დადგომამდე გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან და შეამციროს დაძაბულობა რეგიონში. „მოსკოვს შეუძლია ყველა დაინტერესებული მხარისთვის უზრუნველყოს მშვიდობიანი დღესასწაულის პერიოდი“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სააგენტო dpa-თან ინტერვიუში.
სტოლტენბერგის თქმით, საუბარია ათი ათასობით სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც უკრაინა-რუსეთის საზღვართან არიან მობილიზებულნი. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე მიმართა აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ანექსიისას. სტოლტენბერგის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსული ძალების ზრდის მასშტაბები და მისი შეჩერების ან შენელბის ნიშნების არარსებობა. გენერალურმა მდივანმა მოსკოვთან საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ძირითად კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.
„ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატო-ს უფლება, დაიცვას თავი და ყველა მოკავშირე. აგრეთვე ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ყველა ერის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი გზა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსეთის პოზიცია, რომ მას შეუძლია გადაწყვიტოს რას მოიმოქმედებენ მისი მეზობლები, ნიშნავს „გავლენის სფეროების“ ხელმეორედ შემოღებას... „ეს აბსოლუტურად ეწინააღმეგება იმას, რაც უზრუნველყოფდა მშვიდობას და სტაბილურობას ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
2021 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო გადაისროლა. დასავლეთი შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინაზე თადასხმას გეგმავს.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















